|
2025-03-17 18:25:34, 653 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ლგბტქ+ თემების მიერ „პრაიდ მარშების“ მოწყობის აკრძალვასა და ორგანიზატორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ცნობით, შეკრებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება უკანონოდ აქცევს ისეთი შეკრებების ჩატარებას, რომლებიც უნგრეთის „ბავშვთა დაცვის კანონებს“ არღვევს. „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ადრე განაცხადა, რომ „პრაიდის “ ორგანიზატორებმა წელს თავი არ უნდა შეიწუხონ, რადგან ეს დროისა და ფულის დაკარგვა იქნებოდა. ახლა მმართველმა პარტიებმა შეკრებების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას ისახავს“, - აღნიშნა კოვაჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)