|
2025-03-17 16:48:56, 519 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ვგულისხმობთ კოორდინაციას და არა გაერთიანებას
სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ვგულისხმობთ კოორდინაციას და არა გაერთიანებას, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „საუბარია მეტ კოორდინაციაზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან“. „ჩვენთვის მისაღები არაა ერთიანი სია, ერთიანი ნომერი და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ მეტ კოორდინაციაზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან. გვიხარია, რომ ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს ერთნაირად გვესმის გაერთიანების, ერთობის მნიშვნელობა, რაც უნდა იყოს საერთო სტრატეგია, მეტი კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა საგარეო, საშინაო საკითხებზე. არსებობენ პოლიტიკოსები, აქტორები, ვისაც აქვთ ხოლმე იდეები ტოტალური გაერთიანებების. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. შინაარსობრივი თანხვედრა თუ არ არსებობს, მაშინ შეუძლებელია, გაერთიანებები გამოვიდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არიან პოლიტიკურ სპექტრში, ვისთანაც ტოტალურ გაერთიანებებს ვერც კი დავუშვებთ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან განსხვავდება „ძლიერი საქართველო“. შეიძლება, არსებობდნენ ინდივიდები, რომელთა როლსაც პოზიტიურად ვაფასებთ, მაგრამ როგორც პარტია, მისგან ისე რადიკალურად განვსხვავდებით, რომ რაიმე ტიპის გაერთიანებაზე საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. კითხვაზე, რა ფორმატში წარმოუდგენიათ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა, კუპრაძემ აღნიშნა: „ჩვენ თანამშრომლობას განვიხილავთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, რომელიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ალტერნატიული პარლამენტის იდეა, რომელსაც ვთავაზობდით პოლიტიკურ სპექტრს, ან შეიძლება იყოს რაიმე ისეთი ტიპის პოლიტიკური ფორმატი, სადაც შეგვეძლება, შევათანხმოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც, მაგალითად, მედიას, მოქალაქეებს გაგიჩნდებათ შეკითხვები. აქ ვინმეს ლიდერობაზე არ არის საუბარი, საუბარია თანასწორ საწყისებზე, თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე“.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)