|
2025-03-17 12:38:50, 1152 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები დაინიშნებიან
,,ქართული ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ 12 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებში დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები დაინიშნებიან. "რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით." - წერია დოკუმენტში. ლელო - ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, როლანდ შავაძის განცხადებით, ზემოთაღნიშნული ინიციატივა სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მეტად დამორჩილებას ემსახურება. "საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა. ეს არის წმინდა რუსული "კაგებეშნიკური" მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პროპაგანდის გასავრცელებლად. აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს, თავისუფლად შეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს" - თქვა შავაძემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)