11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 10:41:43, 469 ნახვა

მსოფლიო
The Times - კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანული ჯარები უკრაინაში წლების განმავლობაში განათავსოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მზადაა, უკრაინაში წლების განმავლობაში ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი განათავსოს, რათა შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტა და შეაჩეროს რუსეთის მორიგი შეჭრა, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ - მინისტრი მზადაა, აიღოს ვალდებულება, რომ განათავსოს ბრიტანული ჯარები დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

ამასთან, კირ სტარმერი არ აკონკრეტებს, ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება, თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან რუს ჯარისკაცებს. „ჩართულობის წესები“ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განიხილება.

გამოცემის ცნობით, 20 მარტს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების დეტალებს განიხილავენ.

The Times-ი წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია, უკრაინაში 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან, იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics