|
2025-03-15 17:52:57, 1467 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის
პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმაზე წერს. „ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე სვლა უპირობოდ უნდა დაიწყოს. თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ ამას არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ გააჭიანურებდა მშვიდობის მიღწევას და ახლა ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლებოდა უკვე მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო და ასევე, პარტნიორებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პოზიციები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ. „პუტინი ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ყველას ატყუებს, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სადაც ჩვენი ძალები ოპერაციას აგრძელებენ. პუტინი ასევე ტყუის იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა თითქოსდა ძალიან რთულია. რეალურად, ყველაფრის კონტროლი შეიძლება და ეს ჩვენ ამერიკელებთან განვიხილეთ. სიმართლე ისაა, რომ პუტინმა ომი ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თითქმის ერთი კვირაა გააჭიანურა და ამას გააგრძელებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)