23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 15:12:28, 662 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ელჩები რეჟიმების წარმომადგენლებთან მართავენ ხოლმე შეხვედრებს, მთავარია, რა მოთხოვნები იყო წაყენებული

მნიშვნელობა არ აქვს რეჟიმი ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური, რამდენადაა პარტნიორულ ურთიერთობაში ან დაპირისპირებული შეერთებულ შტატებთან, ელჩები მართავენ ხოლმე შეხვედრებს რეჟიმების წარმომადგენლებთან, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ გახლავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნები იყო წაყენებული, რომ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს და ქვეყანაში შეჩერებული დასავლური ინტეგრაციის და ურთიერთობის პროცესი განახლდეს.

„გასაგებია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სტანდარტული, პროტოკოლური შეხვედრა არის მისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დიპლომატიურ პრაქტიკასთან, როდესაც ნებისმიერ რეჟიმის წარმომადგენელს, მათ შორის არალეგიტიმური, თუ ავტორიტარული, ხვდებიან ელჩები. რაც შეეხება რომელიმე ხელისუფლების აღიარების რეალურ პროცესს, ეს იმის შემდგომ მოხდება, რაც დასავლეთი განაცხადებს, რომ კრიზისი განმუხტულია, რაღაც შეთანხმება მიღწეულია, რის შემდეგაც, როგორც ამერიკასთან აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა, ისე ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე როდესაც მიდის საუბარი, ეს ძალიან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა.

„ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც ხვდებიან ელჩებიც, თუნდაც ე.წ. სამინისტროების წარმომადგენლებს. ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია არის ის კამპანია, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის ამერიკის მიმართ, როდესაც აშშ-ს უწოდებენ გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანას, გლობალური შეთქმულების მთავარ აქტორად და მსოფლიოში მშვიდობის მთავარ მტრად“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics