23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 12:58:16, 737 ნახვა

პოლიტიკა
ტატა ხვედელიანი - თბილისის მერიიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები

თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები - ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საჯარო მოხელეთა პოლიტიკურ დევნასა და უკანონო გათავისუფლებებს. თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვნახეთ თბილისის მერის მუქარა საკუთარი თანამშრომლების მიმართ. კალაძემ მუქარის აღსრულება და საკუთარი თანამშრომლების დევნა 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

განცხადების ხელმომწერი თანამშრომლების უმრავლესობას იბარებდნენ უშუალო ხელმძღვანელები და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ მათ გაეტანათ უკან საკუთარი ხელმოწერა.

თავდაპირველი 239 ხელმოწერიდან ზეწოლის შედეგად განცხადებას გამოაკლდა ათეულობით ხელმომწერი.

მათ ვინც რეპრესიების შედეგად არ გაიტანა საკუთარი ხელმოწერა „ოცნების“ რეჟიმმა თბილისის საკრებულოს დახმარებით გამოუცხადა რეორგანიზაცია და დაიწყო მერიის სამსახურების წმენდა.

თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები.

რეორგანიზაციის შედეგად კალაძემ საერთოდ გააუქმა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომელიც, როგორც ჩანს, მას აღარ ჭირდება.

ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მერიაში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს.

საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად დღემდე საქართველოს მასშტაბით 300-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან 45-მდე თბილისის მერიიდან. მე დარწმუნებული ვარ და ამისთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით.

მე, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინი აუცილებლად აღიდგენენ კუთვნილ პოზიციებს, ხოლო საჯარო სამსახური საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნებს მის ღირსებას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics