|
2015-02-16 18:35:40, 4418 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, სპორტულ ასპარეზობაში ერთმანეთს აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ თანამშრომელთა გუნდები შეეჯიბრნენ. ამხანაგურ მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი მოადგიელ გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და სსტც „დელტას“ წარმომადგენლები დაესწრნენ. მატჩს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ მოვლენილი პროფესიონალი არბიტრი აკვირდებოდა. თამაში, ანგარიშით 24:21, დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბრძოლებში დაჭრილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საქართველოში პირველად შეიქმნა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში სსტც „დელტაც“ აქტიურად მონაწილეობს. სპეციალურად მჯდომარე ფრენბურთის დღევანდელი მატჩისა და სპორტის ამ სახეობის მომავალში განვითარების მიზნით, სსტც „დელტამ“ ფრენბურთის ბადე და ბადის დასაჭიმი სამაგრები დაამზადა და საჩუქრად დაჭრილ მეომრებს გადასცა. ცნობისთვის, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. დაშავებული ქართველი სამხედროები, ნატოს წევრი ქვეყნების დაჭრილ სამხედროებთან ერთად, მარტში, კალიფორნიის შტატში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებაში - "დაჭრილ მეომართა თამაშები" მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი ამხანაგური თამაში სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)