|
2025-03-14 19:47:08, 579 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ძალიან ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ უკრაინელი სამხედროები დაინდოს
ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ისინი დაინდოს. „ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს - მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. ძალიან ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“, - წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)