|
2025-03-14 19:37:19, 605 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. მისი თქმით, მათ არა სიტყვები, არამედ დოკუმენტები სჭირდებათ. ამის შესახებ ალიევმა ბაქოს გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა. ალიევის თქმით, ბაქოს ნდობა არ აქვს, მათ შორის, არც სომხეთის ამ ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. "სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. შესაბამისად, ჩვენ მათ სიტყვებს არ ვენდობით, რადგან ისინი არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ, მათ შორის, ამჟამინდელი მთავრობა. კიდევ ერთხელ, მათ სიტყვებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება ქაღალდები. ჩვენ გვჭირდება, რომ მათ კონსტიტუციას არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. ეს კი კვლავ არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი დაიშალოს. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთის მიმართ და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში ლოგიკა არ არსებობს. ის შეიქმნა ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. დღეს კი ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. რატომ არ შემოგვიერთდით ერთობლივ განცხადებაში ეუთოში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ? მათ ეს არ სურთ". - თქვა ალიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)