13:26 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 18:27:41, 509 ნახვა

პოლიტიკა
საბა ბუაძე - ჩვენ გვჭირდება ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე "ოცნების" მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას "აბსურდს" და "ცინიზმს" უწოდებს. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ივანიშვილის ხელისუფლებას რაიმე ცვლილების რესურსი არ აქვს. 

ბუაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საჭიროა ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა, რომელიც მომხმარებლების დასჯიდან მათზე ზრუნვაზე იქნება ფოკუსირებული.

როდესაც თავად ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ აპირებდა საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას, სრული აბსურდი და ცინიზმია, რომ მათ ნარკოპოლიტიკის რეფორმის თვალსაზრისით რაიმეს ცვლილების რესურსი აქვთ. ჩვენ გვჭირდება ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა, რომელიც მომხმარებლების დასჯიდან მათზე ზრუნვაზე იქნება ფოკუსირებული და ბევრ სხვადასხვა ტიპის ზიანის შემცირების პროგარამას შეუწყობს ხელს იმისთვის, რომ ჩვენ ყოვეწლიურად გვყავდეს უფრო და უფრო ნაკლები ახალი მომხმარებელი, - ამბობს საბა ბუაძე. 

არცერთი კითხვა, არცერთი განსხვავებული მოსაზრება და არანაირი მსჯელობა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.  ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics