14:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 15:03:28, 620 ნახვა

სამართალი
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ პრემიერს მიმართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს  2016 წელს ადამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიმართავს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილების თანახმად, შეიქმნა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის სამთავრობო კომისია,რომლის მიზანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენა წარმოადგენდა. 

კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ, რისი ვალდებულება სახელმწიფოს საკანონმდებლოდონეზე არ გააჩნია.

ინიციატივა კოალიციის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდა გამჭვირვალე დასამართლიანი პროცესით, კანდიდატის მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით, შერჩევას.ამგვარი გამოცდილება საქართველოში მანამდე არ ყოფილა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტი გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, კოალიციის წარმომადგენელმა, როგორც წევრმა,მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისსამთავრობო კომისიის მუშაობაში.

კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისადა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არადადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნადისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენკანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას, რის გამოც მიგვაჩნია რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიისმუშაობას და მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა.

ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ საუკეთესო ქულების მქონე 5 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ მაღალიკვალიფიკაციის მქონე პირები, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში მოხვდა კანდიდატი, ვინც კომისიის შემადგენლობაშიშემავალი არასახელისუფლებო პირების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციისწარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

კოალიცია, როგორც კომისიის წევრი მნშვნელოვნად თვლის ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორცთქვენთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვი.

ამავდროულად კოალიციას საჭიროდ მიაჩნია, გარდა ზემოხსენებულისა, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები იმსაჭიროებების, ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით თან ახლდა ამ კონკურსს“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics