13:25 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 17:27:06, 695 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. 

ახლა ზურაბიშვილი ყველას მოსაზრებას ისმენს - ვის როგორ წარმოუდგენია ერთობა, გზა ახალი არჩენებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისს ციხეებიდან დახსნა და საერთო ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ. ამ შეხვედრების და საუბრების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი, წესით, 31 მარტის საღამოს უნდა გახდეს.  

უკვე ერთი საათია პრეზიდენტს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ არ იციან, რატომ გადაწყვიტა ზურაბიშვილმა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურად გაემართა. 

საკითხი შეხვედრის არ განხილულა მოწვევის გზავნილში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვისაუბრებთ 31 მარტზე, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. მე ძალიან არ მიყვარს ყალბი მოლოდინების შექმნა, ამიტომ იქნება თუ არა ეს ერთობის თარიღი, მე ამაზე წინსწრებით, ერთი კოალიციის და პარტიის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოსაზრებები ერთობასთან დაკავშირებით ცნობილია საზოგადოებისთვის. მათ შორის, არჩევნებამდეც და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ხსნა სწორედ ერთობაშია. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი კოალიციის მოსაზრება და პოზიცია, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს სტუდენტებს და სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდება. ევროპული მომავლის მცველები ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახლა სწორედ საზოგადოებრივი პროტესტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics