|
2025-03-14 17:24:51, 442 ნახვა
მსოფლიო
G7 რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი სანქციებით ემუქრება
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის გახდა ცნობილი. „დიდი შვიდეულის“ ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატებმა დაამტკიცეს, მინისტრების მხრიდან მწვანე შუქი სჭირდება. „მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს და რომ საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, - განაცხადეს წყაროებმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)