|
2025-03-14 16:47:35, 516 ნახვა
მსოფლიო
Reuters - გერმანულმა პარტიებმა თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სახელმწიფო სესხის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ მომავალ კვირაში პარლამენტში კენჭისყრამდე მწვანეების პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყარო უყვება. წყაროები გერმანიის პარლამენტიდან Reuters-ს უყვებიან, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირები სესხის შეთანხმებას უკვე განიხილავენ. ხოლო, კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შეთანხმების გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. მერცს სურს, რომ გერმანიის მოქმედმა პარლამენტმა დაამტკიცოს 500 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსება ინფრასტრუქტურისთვის და ასევე მსხვილი ცვლილებები სესხის აღების წესებში, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამხედრო ხარჯების გაზრდას შეუწყობს ხელს. Reuters წერს, რომ მერცი, რომელმაც გასულ თვეში არჩევნებში გაიმარჯვა, ცდილობს სახელმწიფო სესხის აღების წესებში ცვლილებები ახალი პარლამენტის შეკრებამდე, 25 მარტამდე, მოასწროს, რადგან ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილებები შესაძლოა დაბლოკოს გაფართოებულმა ულტრა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა. საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას და სავარაუდო სამომავლო კოალიციურ პარტნიორს, სოციალ-დემოკრატებს მწვანეების მხარდაჭერა სჭირდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)