12:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 16:15:15, 580 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს, ვახანგრძლივებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ

ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვას, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვას.

„ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ურყევია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics