|
2025-03-14 15:03:37, 448 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს
ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს. ამასთან, ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უკრაინისგან ეკონომიკური თავსებადობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. „არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი ერთობლივ სესხებს მხარს არ უჭერს და პარლამენტმა ეს ხუთშაბათამდე უნდა განიხილოს,“ - აღნიშნა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)