14:37 - 12 Apr, 2026
|
2025-03-14 10:18:24, 508 ნახვა
მსოფლიო
American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან [ვიდეო]
American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან. ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172 მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)