13:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 20:56:31, 698 ნახვა

სამართალი
სტუდია მონიტორი - პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს უძრავი ქონება დაუყადაღა

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა. 

პროკურატურამ საჯარო რეესტრს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით, ორგანიზაციის ცნობით, დღეს, 13 მარტს მიმართა. 

ქოლ-ცენტრის შესახებ გამოძიებაზე ჟურნალისტური საგამოძიებო საერთაშორისო ორგანიზაცია OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project) და პარტნიორი ქართული ორგანიზაციები - სტუდია მონიტორი, ფლანგვის დეტექტორი, აი ფაქტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) და 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაციის ჟურნალისტები მუშაობდნენ, ხოლო გამოძიება შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთი წყაროს მიერ მოწოდებულ მასალაზე არის დაფუძნებული. 

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დაყადაღებულია:

ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება;

A.K. ჯგუფის რეგისტრირებული დირექტორისა და მფლობელის, მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს სხვა პირზე გადააფორმა;

მარიამ ჩარჩიანის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში;

ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში;

თახირ სულანოვის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში. 

ცნობისთვის, აღნიშნულმა ქოლ-ცენტრმა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და დაახლოებით 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

გამოძიების თანახმად, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ევროპის, კანადისა და ისრაელის მცხოვრებლებს ძარცვავდნენ, ხშირ შემთხვევაში - ასაკოვან პირებს. 

30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის, OCCRP და ქართული ორგანიზაციები თაღლითური ქოლ-ცენტრის გამოსააშკარავებლად 2 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მონაცემები თავდაპირველად ანონიმურმა წყარომ შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics