|
2025-03-12 21:38:40, 857 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - აშშ-ის წარმომადგენლები ახლა რუსეთში მიემგზავრებიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ. როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა. კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები „მიდიან რუსეთში ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ . ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო „პოზიტიური გზავნილები“ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციალის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, „პოზიტიური მესიჯი არაფერს ნიშნავს”. "[ეს] ძალიან სერიოზული სიტუაციაა”, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება. „თუ ასე მოვიქცევით, ვფიქრობ, ეს იქნება ამ საშინელი სისხლისღვრის [დასრულებამდე] გზის 80%”, - განაცხადა ტრამპმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)