|
2025-03-12 20:50:17, 545 ნახვა
მსოფლიო
ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ
ხუთი უდიდესი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერები პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში). შეხვედრის მთავარი თემები იქნება ევროპული თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. “ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებით, ხარჯების ზრდითა და ჩვენი კოლექტიური სიძლიერის გაძლიერებით ჩვენი ცხად მესიჯს ვაგზავნით: ჩვენ არ ვიყოყმანებთ უკრაინის გვერდში დგომაში და ჩვენი საერთო ღირებულებები დაცვაში”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა, ჯონ ჰილმა. ცნობისთვის, 11 მარტს პარიზში შეხვედრა გაიმართა 36 ქვეყნის გენერალური შტატების უფროსებს შორის, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდნენ აშშ-ის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)