2025-03-12 17:26:32, 468 ნახვა
მსოფლიო
სომალიში ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე, 10-მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სამშაბათს მოხდა - ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა შემთხვევის ადგილთან მდებარე მანქანის აფეთქებით დაიწყო, ხოლო შემდეგ შეიარაღებული ჯგუფები სასტუმროში შევიდნენ.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი პირველად 7 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, 10-მდე გაიზარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,