|
2025-03-12 15:35:23, 733 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ავსტრიაში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს მთავრობამ ბელარუსში, ავსტრიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი ელჩები დანიშნა - შესაბამისი განკარგულებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ბელარუსში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა გიორგი საგანელიძემ, რომელიც 2023 წლიდან ბელარუსში საქართველოს დროებითი რწმუნებულის პოსტს იკავებდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩის თანამდებობა გიორგი ჯანჯღავამ დაიკავა, რომელიც 2018-2024 წლებში თურქეთში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. ავსტრიაში კი საქართველოს ელჩის თანამდებობა ალექსანდრე მაისურაძემ დაიკავა, რომელიც 2012-2015 წლებში ავსტრიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას იკავებდა. ახალი ელჩების ბიოგრაფიები: გიორგი საგანელიძე დაბადების თარიღი 1972 წლის 29 სექტემბერი, ქ.თბილისი პროფესიული გამოცდილება 2023 - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბელარუსის რესპუბლიკაში 2021 - დირექტორის მოადგილე, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტი 2016 - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში 2013 - 2015 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში 2011 - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი 2009 - 2011 - წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკები, 2005 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში 2003 - დსთ-ის დეპარტამენტის უფროსი 2000 - დსთ-ის დეპარტამენტის მრჩეველი 1999 - დსთ-ის დეპარტამენტის II მდივანი 1998 - დსთ-ის დეპარტამენტის ატაშე 1996 - პრაქტიკანტი განათლება 1993 - 1996 - იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. გიორგი ჯანჯღავა დაბადების თარიღი 1965 წლის 24 ივლისი, ქ.თბილისი პროფესიული გამოცდილება 2018 წლიდან - 2024- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთის, სუდანის, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკებში; 2014 – 2018 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში; ასევე, აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში; საქართველოს წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC); 2013 – 2014 - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში; 2009 – 2013 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში; 2006 – 2009 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში; 2004 – 2005 - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი; 1994 – 2004 - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. ტრაპიზონი); 1993 – 1994 - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი; 1992 – 1993 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში; 1989 – 1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; განათლება 1990 - გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში. 1986 – 1987 - სწავლობდა კაიროს (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) უნივერსიტეტში; 1988 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი; ალექსანდრე მაისურაძე დაიბადა 6 სექტემბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო. განათლება: სამუშაო გამოცდილება:
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)