2025-03-12 13:45:11, 416 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ახლა, პუტინის გადასაწყვეტია
,,ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია უკრაინის მშვიდობისთვის - ჩვენ ვდგავარ უკრაინასთან და აშშ-სთან ერთად, ასევე მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებებს ჯედაში. ახლა, პუტინის გადასაწყვეტია - წერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,