16:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 12:28:22, 326 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი 11 მარტს მიესალმა აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინული მხარე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. მან აღნიშნა, რომ ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, შეწყდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები.

"როგორც ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებმა თქვეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა". - განაცხადა სტარმერმა. მან ასევე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, "შესანიშნავი მიღწევისთვის" მიულოცა.

"რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ბრძოლაც დაამთავროს". - წერს სტარმერი.

ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ 15 მარტს მსოფლიო ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც ბრიტანეთი უმასპინძლებს, მომდევნო ნაბიჯების განსახილველად გამოიყენებს. "ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ ომის სამართლიანი და სამუდამო გზით დამთავრებაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, საკუთარი თავისუფლებით ისარგებლოს". - თქვა მან. 

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.

ცნობისთვის, მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics