2025-03-12 11:59:22, 379 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა
აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.
გაბარდმა დაადასტურა, რომ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულებულია.
„აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას. პრეზიდენტის დავალებით, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულდა“, – წერს გაბარდი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,