16:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 16:45:39, 467 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეა ჯერჯერობით „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვში ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრისას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების გზები განიხილა. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნება შესაძლებელი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ნათელია.

„პრეზიდენტი პუტინი ხაზს უსვამდა საკუთარ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია, თუ ამ კონფლიქტის საიმედო დარეგულირება გვსურს, მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრით“, – განაცხადა თქვა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ამ საკითხის განხილვას აშშ-სთან და ყველასთან კონტაქტით, ვინც მზად არის, ხელი შეუწყოს დარეგულირებას. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართვის გეგმები ჯერჯერობით არ არის და თავად პროცესიც ჯერ არ დაწყებულა.

რუსი მაღალჩინოსანი ასევე უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ჯერჯერობით „კიევის რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობას ჰგავს“.

„რა უნდა დაიცვან მშვიდობისმყოფელებმა? კიევის ნაცისტური რეჟიმის ნარჩენები, რომელმაც მიიღო რუსული კულტურის, ენის, მედიის განადგურების კანონების სერია, აკრძალა კანონიკური უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია. თუ ჯერ უნდა მივაღწიოთ კიევის რეჟიმის ამ რასისტული პრაქტიკის შეწყვეტას? ჯერ ეს უნდა მოვაგვაროთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება როგორც მშვიდობისმყოფელების განთავსებით სახალხო რისხვისგან ამ რეჟიმის ნარჩენების გადარჩენის მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics