21:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 11:00:35, 614 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეესტრიდან აცნობეს, მათგან 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.967 დონეზე დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამავე წლის თებერვლის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით.

„2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 1.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 37.6%-ით.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.952 და 1.441 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, - ნათქვამი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics