|
2025-03-11 16:28:28, 661 ნახვა
მსოფლიო
დააკავეს ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი რომელმაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით 6000 ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავეს. ამის შესახებ Manila Bulletin-ი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება. დუტერტე 11 მარტის დილით დააკავეს მანილას აეროპორტში, სადაც ის რომელიც ჰონგ კონგიდან ჩაფრინდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, განაცხადეს ფილიპინების პრეზიდენტის ოფისში. დაკავების ორდერის ოფიციალური ასლი მიიღო ინტერპოლმა მანილაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 79 წლის როდრიგო დუტერტეს და სხვების სავარაუდო დანაშაულებს იძიებს, სასიკვდილო განაჩენებთან და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევასთან მათ კავშირზე, "ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის" ფარგლებში. ფილიპინელი უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტს 6000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსი ღიად მოუწოდებდა ნარკორეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ ძალადობისკენ და ამბობდა, რომ პირადად სამი ნარკორეალიზატორი ჰყავს მოკლული. როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან 2022 წლამდე. მისი ქალიშვილი, სარა დუტერტე-კარპიო, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა თებერვალში იმპიჩმენტი გამოუცხადეს. როდრიგო დუტერტეს პრეზიდენტობის პერიოდში ფილიპინებმა დატოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)