04:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 11:35:28, 473 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს

მტრის ხატი იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე! თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მალე დასრულდება“.

„მტერი, მტერი, მტერი - გაცვდა, აღარ მუშაობს, არავის სჯერა! როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ.

მოდით, მარტივი კითხვა დავსვათ: თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?

იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ.

მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა - ის, ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი?

თქვენ ეს პროპაგანდა მხოლოდ იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა მთავარი კითხვები არ დასვას:

  • რატომ ღარიბდება ქვეყანა და მდიდრდება მხოლოდ ბიძინა და მისი მსახურები?
  • რატომ გაიქცა ქვეყნიდან მილიონზე მეტი ქართველი?
  • რატომ არ ჰყოფნის პენსიონერს ფული წამლისთვის და პურისთვის?
  • ვის ატყუებთ? როგორ შეუძლია ბიძინას მონას ვინმეს მოუტანოს თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა?

აი, ამიტომ გჭირდებათ მტრის ხატი, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე!

თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics