04:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 10:35:25, 741 ნახვა

პოლიტიკა
სენატორებმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა  გასულ კვირას MEGOBARI Act-ი წარადგინეს - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. 

„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯიმ რიშის თქმით, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. 

„საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილია, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთი პოლიტიკური სისტემისთვის." ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე რიში. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომლებმაც მფაფიოდ აჩვენეს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.

"შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი [ქართველების] მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების - დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის- წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გადავიდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“ - ამბობს შაჰინი. 

კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics