|
2025-03-10 14:18:12, 1160 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის, მომზადებულია უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა შედეგს გამოიღებს როგორც მშვიდობის მიღწევის, ასევე აშშ-ისგან მხარდაჭერის გაგრძელების თვალსაზრისით. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის – დაგეგმილია ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. მომზადებულია უკრაინისა და შეერთებული შტატების გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. რამდენიმე საათში უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ზელენსკის განცხადებით, ის დღეს საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება. უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება, თუმცა შეხვედრას თავად ზელენსკი არ დაესწრება. შეხვედრას უკრაინიდან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა დაესწრებიან. შეერთებული შტატების ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთს მარკო რუბიო ეწვევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)