|
2025-03-10 12:41:37, 766 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ისევ დრონებით შეუტიეს
დღეს, 10 მარტს დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, სადაც მდებარეობს არაერთი საწარმო, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნები. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი „უშედეგოდ ცდილობდა“ ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებზე შეტევას, თუმცა, სამივე ლიკვიდირებულია და ხანძარი და დაზიანებები არ ყოფილა. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამმართველოზე დაყრდნობით წერდა, რომ ნოვოკუიბიშევსკში, სასაწყობე შენობებში ხანძარი გაჩნდა 1500 კვადარტული მეტრის ფართობზე და ერთ-ერთის სახურავი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ვის ეკუთვნის ეს საწყობი და რამ გამოიწვია ხანძარი, დაკონკრეტებული არ ყოფილა. ამასთან, როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ფედერალური უწყების, „როსპოტრებნადზორის“ სამარის სამმართველომ დაიწყო ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის კვლევა და ხანძრის ადგილიდან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, თავი შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისგან, ან რესპირატორი გამოიყენონ, ფანჯრები დახურონ, ბევრი სითხე მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართონ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრი კოვალენკო ტელეგრამ-არხზე წერს, რომ შეტევა იყო სწორედ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 8,8 მილიონ ტონა ნავთობს აღწევს, რუსეთის უმსხვილესი ქარხნების ათეულშია და საწვავით ამარაგებს რუსულ არმიასაც. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ სამარის ოლქში სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)