2025-03-09 16:35:34, 760 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის
საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფ ქვეყანას საფრანგეთი უყიდის საარტილერიო და საავიაციო ჭურვებს, მსუბუქი ტანკებს დაჯავშანტრანსპორტიორს. ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,