06:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 12:30:11, 856 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩივაიძე - დაგეგმილია გარკვეული თავდასხმის ელემენტები - ჩემი ლიკვიდაცია შედეგს არ მოგიტანთ

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებდა. ახლა კი, ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი მასზე თავდასხმას გეგმავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მხოლოდ გუშინ მას 14 ავტომობილი და 29 პირი დაჰყვებოდა. 

ჩიკვაიძე "ოცნებას" და ოლიგარქს მიმართავს და ამბობს, რომ მისი ლიკვიდაცია მათ შედეგს არ მოუტანს, რადგან სიმართლე მაინც გაცხადდება. მისი თქმით, საუბარია ივანიშვილის და გენრპოკურორ გაბიტაშვილის მჭიდრო კავშირებზე რუსეთის დაზვერვასთან.

რეჟიმმა გამოიყენა მთლიანობაში თუ ჩავთვლით გუშინდელ დღეს, ღამის სამ საათამდე, სანამ მათზე ვაწარმოებდი დაკვირვებას, ეს იყო 14 მანქანა და 29 ადამიანი, ვისი იდენტიფიცირებას შევძელი და გამოვავლინეთ. საოცარი ის არის, რომ როდესაც ერთი მანქანის და მასში მსხდომების იდენტიფიცირებას ვახდენთ, პირველი, რასაც აკეთბენ, იმალავენ სახეს და ამის შემდეგ ქრებიან. 5 წუთში ჩნდება ახალი მანქანა ახალი პირებით. იმ ლოკაციებზე, სადაც მივდივართ, უკვე გვხვდება დაახლოებით 5-6 ადმაიანი ანუ განაწილებულები არიან პერიმეტრზე.

დაგეგმილია გარკვეული, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, თავდასხმის ელემენტები. მე ვიცი, რატომაც არიან ისინი ასე შეშინებულები და რატომ ვერ ითმენენ ციხემდე. მერწმუნეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მინდა, ისევ მივმართო ამ რეჟიმს და ბორია ივანიშვილს, ჩემი ლიკვიდაცია არანაირ შედეგს არ მოგიტანთ, საზოგადოება გაიგებს ყველაფერს თუ რამდენად მჭიდრო ხართ გადამბული რუსეთის დაზვერვასთან, ვინ ხელმძღვანელობს ამას და როგორ ახერხებთ ამას საქართველოში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეა ქვეყნის გენერალური პროკურორი კორუმპირებული, კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილი.

იქ, სადაც გეგმავენ ისინი ამ ყველაფერს, იქ იყო გაჟღერებული ფრაზა, რომ „ამ დროს რომ შემოგვაკვდეს, მერე რა ვქნათ?!“ აი, ეს ინფორმაცია მაქვს, - ამბობს ჩიკვაიძე.
 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics