2025-03-08 17:50:29, 855 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი დობროპილიაზე თავდასხმაზე - აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ
აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,