06:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 16:44:15, 878 ნახვა

პოლიტიკა
აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა

სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა - სამოქალაქო აქტივისტი ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა იტყობინება, რომ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. 

ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ ჯერ არ ვიცი როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან რაც ბავშვთა სამყარო დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუსული კანონის წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე 17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია ყოველ დღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის სიცივეში სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინაღმდეგ, გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათან ერთად ყიველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში.

შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს დამატყვევეს ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ. მომისაჯეს პატიმრობა, გამივედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრამვა თუმცა არ გავჩერებულვარ. დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი რუსთაველზე ვიდექი. ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი. ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი.

ჯერ ელენეს დაყვებოდნენ ყველაგნ, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული შკოდა და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს. პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება სადაც არ მექნება იმის შიში რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიკაის და გაზიზს ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ. ვერ ვნახავ დედაჩემს რომელიც მეტყვის აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ.

ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ. იმედია გამიგებთ ", -წერს სანდრო ქინქლაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics