|
2025-03-07 18:01:19, 668 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება
ოპოზიცია რამდენიმე წელია იმ რეჟიმშია, როდესაც უკან გამოსვლა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პროცესები იმ მიმართულებით ვითარდება, რომელიც მათ არ აწყობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სურათი ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ ომის და დესტაბილიზაციის დამფინანსებლები კიდევ არიან. „ომის პარტია ამ დესტრუქციას და დესტაბილიზაციას კიდევ უჭერს მხარს. მათი ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს, რომ საბოტაჟი მოაწყონ. რასაკვირველია, გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ მისცეს ხმა და ამიტომ გამოიყო მათთვის ბიუჯეტიდან თანხები. მათი მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა. დარწმუნებული ვარ, ისეთი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან. შეიძლება, არ მოგვწონდეს, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა არის ამის ალტერნატივა. ამის ალტერნატივას რომ გაჰყვე და სასწორის მეორე პინაზე დადო რიგგარეშე არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღალატობ, რადგან ნგრევა და ეკონომიკური უკუსვლა, რომელიც ამას მოჰყვება, შეუქცევადი იქნება, ვინაიდან მთავარი ამოცანაა, დესტრუქცია მოახდინონ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებსაც უბრალო პირობებით არ ითხოვენ. „მათი პირობაა, რომ საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია, სასამართლო გაჩერდეს და ყველაფერში უცხოური ძალა ჩაერთოს. მათი მხარდამჭერი სტრუქტურა, დაწყებული ევროპარლამენტიდან კონკრეტულ სტრუქტურებზე დამთავრებული, ომის პარტიას წარმოადგენენ. ეს მათი გეგმაა, რომელსაც ვერ აყვები მიუხედავად იმისა, არის თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი. განცდა იმის, რომ დამარცხდებიან, რასაკვირველია, უცხო არ არის, რადგან 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოუგიათ. რეალურად, დამარცხებას ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი უნდა ელოდოს, რომელიც ხალხს დაპირისპირებისაკენ და საქართველოს უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებს. რასაკვირველია, დამარცხება არ ასცდებათ. არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნიათ. ამოჩემებული აქვთ დაზეპირებული საკითხები, თითქოს აქ არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა, მეტი არანაირი პროგრამული წინადადებები არ გააჩნიათ. რასაკვირველია, თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებენ, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება. საქართველოში დესტაბილიზაცია და დაძაბულობა არავის, მათ მხარდამჭერებსაც კი არ აწყობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)