|
2025-03-07 15:12:33, 473 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ვინმეს თუ ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის წარმართვის, არჩევნების ჩატარების, ეს არის „ქართული ოცნება“. „პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ და ზოგადად, ჩვენი გუნდი, ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ მხოლოდ საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ მოთხოვნა არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება. ეს იქნება ხელახალი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები, თუ რა მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არ უნდა იყოს არჩევნების. ვინმეს თუ ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის წარმართვის, არჩევნების ჩატარების, ეს არის „ქართული ოცნება“. იცით, ეს რით დასტურდება? ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ მეტად გააუარესეს და მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ლოგიკურად ხომ უნდა შეხედოთ პროცესებს. ხელისუფლებას არჩევნების თუ არ ეშინია, თუ მართლაც გამარჯვებულად მიიჩნევს საკუთარ თავს ბოლო არჩევნებში და არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაშინ ამ კანონების ცვლილება რაში სჭირდებათ? რატომ აუარესებენ და ირგებენ უფრო მეტად საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არაერთგზის შეიცვალა ბოლო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად და ვემზადებით ამ პროცესისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში, ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რადგან ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს ეშინია ნებისმიერი არჩევნების, მათ შორის, ბუნებრივია, ხელახალი არჩევნების ჩატარების, ეს არის ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, მათი ლოგიკითაც გამარჯვებულმა ხელისუფლებამ, კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო კანონმდებლობა და კიდევ უფრო მოირგო საკუთარ თავზე. უშიშარი ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია საკუთარი ხალხის მხარდაჭერაში, არ აუარესებს და მეტად არ ირგებს საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)