|
2025-03-07 15:09:15, 405 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ „კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება“. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან კონფრონტაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. „ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა, ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს სანქციების გვერდის ავლისა და საერთაშორისო ლეგალური სისტემის ავლით აქეთ- იქით მოძრაობის გზები. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, იმიტომ, რომ საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველო არის მთლიანად მარგინალიზებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში. ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ იქამდე ნათლად გამოვხატოთ, რომ არა გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, არავისთან. ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები და თურქეთთან და აზერბაიჯანთან კავშირი უნდა შევკრათ. სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად, ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშაოს და, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა წავიდეთ ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)