07:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 14:13:01, 403 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ISFED-ის ქმედება მიმართულია სიყალბის შემოტანისკენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ISFED-ის ქმედება ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ გარკვეული სიყალბე შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პროკურატურას არ გადასცემენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველ დოკუმენტაციას, რაც აჩენს ეჭვს, რომ  შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ.

„ISFED-ს ამ მონაცემების წარდგენა მეხუთე დღეს სთხოვეს და ამ დოკუმენტს ჯერ არ გადასცემენ. რა თქმა უნდა, ამ დროს გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ. მიზანი და ინტერესი ერთია, რაც 2020 წელს იყო – მათ მექანიკურად და შეგნებულად ფალსიფიკაცია მოახდინეს ციფრების, რომ ამის საფუძველზე საპროტესტო მუხტი აეწიათ და ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2024 წელს არჩევნებზეც, როცა თქვეს, რომ ცესკო-ს და მათი მონაცემები დაემთხვა, თუმცა შემდეგ მონაცემები უბნების მიხედვით აღარ გამოაქვეყნეს, რადგან გაყალბების თაობაზე ნებისმიერ სპეკულაციას დაამთავრდებდა და აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში ასეთი სპეკულაციის აღკვეთა არ შედიოდა და ეს მონაცემები ამიტომ არ გამოაქვეყნეს.

ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რადგან ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics