|
2025-03-07 11:59:37, 480 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება შეცვალონ
ვხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის განმარტებით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, შეწყდა ყველა დაფინანსება. როგორც პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. „ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)