|
2016-03-10 17:49:41, 682 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის საგრანტო კონკურსის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომლებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის მიზნებისა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 600 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო 6 საგრანტო მიმართულებით გასცემს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსება, ,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა , იურიდიული დახმარების გაწევა ,სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება ამასთან, უწყების ცნობით, საგრანტო კონკურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის შესაბამისად გამოცხადდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს. არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს სამინისტროში საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი საგრანტო კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. კომისია თითოეულ საგრანტო მიმართულებაზე გამარჯვებულს შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლენს. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან. საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge.
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)