17:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 23:21:48, 623 ნახვა

სამართალი
რეჟიმის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული 8 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ინსაფ ალიევი პატიმრობაში დატოვა

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მგელიაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა რვავე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. პროკურორის განცხადებით, "ნაკლებსავარაუდოა, რომ ბრალდებულები პატიმრობაზე უფრო ნაკლებ ზომას დამორჩილდნენ".

პროკურორის მტკიცებით, არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და "მხოლოდ პატიმრობით შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა და საფრთხეების განეიტრალება".

ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ის ელექტრონული მონიტორინგით გაათავისუფლონ, აეკრძალოს თბილისში შემოსვლა, ჩამოართვან პირადობის მოწმობა და პასპორტი. ასევე დააყენა 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობაც.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა სასამართლოს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 მარტის 13:00 საათზეა ჩანიშნული





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics