13:27 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 17:10:17, 672 ნახვა

საზოგადოება
„ტავ ჯორჯია“ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - “ITB Berlin 2016”-ში მონაწილეობს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “TAV Georgia”, მონაწილეობას იღებს 50-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-  “ITB Berlin 2016”-ში, რომელიც ტურისტული და სავაჭრო ბიზნესის სექტორში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად ითვლება.

აღნიშნულ გამოფენაზე “TAV Georgia” მეშვიდედ მონაწილეობს დამთვალიერებელთა შორის და ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს. “ITB Berlin 2016”-ის ფარგლებში, “TAV Airports”-ის და მასთან ერთად “TAV Georgia”-ს წარმომადგენლები, სამომავლო პროექტების განსახილველად საქმიან შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ბიზნესისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების დელეგატებთან.  მონაწილეთა რაოდენობა წელსაც საკმაოდ მაღალია. 160,000 კვადრატულ მეტრ საგამოფენო სივრცეში, 5 კონტინენტის, 185 ქვეყნის 10,000-მდე წარმომადგენელი, ვიზიტორებს ტურიზმთან დაკავშირებულ პროდუქციას და სერვისებს წარუდგენს.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს,  რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა).  ამასთანავე აღსანიშნავია, რომ  ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics