17:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 16:06:08, 600 ნახვა

სამართალი
სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ლიეტუვის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ესწრებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი დაიწყო - სხდომას, ბათუმელების ინფორმაციით, ესწრებიან ლიტვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. 

სხდომის დაწყებამდე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ TV პირველთან თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შედგენილი დაკავებისა და სამართალდარევის ოქმები გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. მისივე თქმით, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება მზია ამაღლობელის სანიმუშოდ დასჯისა. 

"დღეს არის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე. მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ე.წ. სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რაც ასევე ემყარება არასწორ მტკიცებულებებს და არასწორ ოქმებს, მათ შორის იგულისხმება დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი. ეს ორივე დოკუმენტი არის გაყალბებული მონაცემების შემცველი. ჩვენ, რა თქმა უნდა. გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რასაც ედავებიან ის. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ამ ნაწილში ის პასუხისგებაში იყოს მიცემული ამ ნაწილში. ეს საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან. გუშინწინ ჩატარდა სხდომა და დაუსაბუთებლად, ყველანაირი საფუძვლის გარეშე სასამართლომ კიდევ დატოვა პატიმრობაში. ყველაფერი ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება, რომ მზია სანიმუშოდ დაისაჯოს" - თქვა ქურდოვანიძემ. 

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics