|
2025-03-06 15:53:08, 558 ნახვა
მსოფლიო
ანტონიუ კოშტა - ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა არ არის გამიჯნული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან
მოხარული ვარ, მივიღო დღეს აქ პრეზიდენტი ზელენსკი, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენ ყოველთვის მისასალმებელი სტუმარი ხართ აქ, ბრიუსელში, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოება, – ასე მიმართა, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. კოშტას თქმით, უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა აძლიერებს უკრაინის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე უკრაინის ძლიერი თავდაცვა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. „როგორც გახსოვთ, ერთი თვის წინ ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, თუმცა დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები და შევასრულოთ ისინი. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც ასე მალე წარადგინა კონკრეტული შეთავაზებები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რათა გავზარდოთ საკუთარი შესაძლებლობები. ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა არ არის გამიჯნული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა აძლიერებს უკრაინის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე უკრაინის ძლიერი თავდაცვა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში. ძვირფასო ვოლოდომირ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ პირველივე დღიდან და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას მომავალშიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როდესაც თქვენ ამას გადაწყვეტთ, რომ დადგა სწორი მომენტი მოლაპარაკებებისთვის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა კოშტამ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)