|
2025-03-06 00:04:52, 1362 ნახვა
სამართალი
პოლონეთმა 17 ქართველი კრიმინალი ქვეყნიდან გამოაძევა - კომენტარი ქვეყნის პრემიერმაც გააკეთა და მათ ბანდიტები უწოდა
პოლონეთმა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, კერძოდ, ქართველი კრიმინალების დეპორტაცია დაიწყო. ამის შესახებ მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. 5 მარტს ტვიტერში მან არალეგალურ ემიგრანტებს „ქართული ბანდები“ უწოდა. პოლონეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 5 მარტს ქვეყნიდან საქართველოს 17 მოქალაქე იქნა დეპორტირებული, „დეპორტაცია დაიწყო. ჩვენ რეალურად ვანადგურებთ ქართულ ბანდებს. "არა სიტყვები, არამედ მოქმედებები", - დაწერა ტუსკმა. პრემიერმა ტვიტერს თან ახლდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასაზღვრო პოლიცია ქართველ არალეგალურ მიგრანტებს თვითმფრინავისკენ მიჰყავს. პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 5 მარტს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ 24-დან 58 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის, რომლებიც დეპორტაციისთვის იყვნენ მიყვანილი პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან. ტუსკმა აღნიშნა, რომ გაძევება მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებშიც დაკავებულ უცხოელებს გაგზავნიან - „კრიმინალები, რომლებმაც პოლონეთში ცხოვრების გზა იპოვეს კანონის დარღვევით“. დონალდ ტუსკის თქმით, „საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც ძალიან აქტიურობენ პოლონეთში“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)