|
2025-03-05 20:18:05, 1425 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის თქმით, ევროპის კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით, ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევა სავსებით რეალურია. „გვქონდა გულწრფელი დიალოგი მრავალ საკითხზე და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ჩვენეულ ხედვაზე. გვაქვს უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის იმედი და ვმუშაობთ ამისთვის. ჩვენ, ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი, არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით, ეს სავსებით რეალურად მისაღწევია. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორი წვლილი შეიტანა გერმანიამ უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში და, რაც მთავარია, ათასობით ადამიანის დაცვაში. ვხედავთ, როგორ შეიძლება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა. ვიმუშავებთ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)