12:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 15:30:36, 723 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოლიმპიადა ევერესტი დაიწყო

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ოლიმპიადა ევერესტის მხარდამჭერია და ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო.

მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები მათემატიკასა და ლოგიკაში, უკვე შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადაზე, რომლის პირველი ტური ონლაინ გაიმართება. ონლაინ ტურში მონაწილეობა თავისუფალია ნებისმიერი მოსწავლისთვის II-დან VI კლასის ჩათვლით. რეგისტრაცია კი გრძელდება 4 აპრილამდე.

აღსანიშნავია, რომ მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება 5-6 აპრილს, ხოლო ფინალი — 31 მაისსა და 1 ივნისს, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება.

10, 11 მაისს კი გაიმართება ოქროს ტური, რომლის რეგისტრაცია 24 თებერვალს დაიწყება.

გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადაზე ასევე გაიმართება ქართული ენის ოლიმპიადა ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ფინალი კი გაიმართება 12-13 აპრილს.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა. ოლიმპიადა ევერესტი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, მატებს სტიმულს და უღვივებს მეტის შემეცნების სურვილს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და ამასთან, არ ვჩერდებით, რათა კიდევ არაერთი სხვა საგანმანათლებლო პროექტი თუ ინიციატივა შევთავაზოთ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ოლიმპიადის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევერესტის ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics